განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა საქმეში საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დატოვა. რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მინისტრი აცხადებს, რომ ელოდებიან გამოძიების და კომისიის მუშაობის დასრულებას და თუ საჭირო იქნება სამინისტროს მხრიდან, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ის კომპეტენციის პირობებში იმოქმედებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი კადრია განათლების სისტემისთვის, ვინც დატოვა თანამდებობა. მას რამდენჯერმე სურდა ამის გაკეთება, გრძნობდა მორალურ პასუხისმგებლობას მთლიანად ამ სამწუხარო მოვლენებთან დაკავშირებით და თავის თავად მისი სურვილი იყო განცხადების დაწერა, მაგრამ იმდენად კვალიფიცირებული კადრია, რომ ძალიან მოხარული ვართ ჩვენთან მასწავლებლის სახლში, რომ გააგრძელებს მუშაობას და რაც შეეხება სხვა დირექტორის გადაწყვეტილებას ეს დამოკიდებულია ამ გარკვეულ დასკვნებზე ან თვითონ ადამიანის გადაწყვეტილებაზე ამიტომ ჩვენ დაველოდებით, პირველ რიგში, გამოძიების დასრულებას, კომისია რომელიც მუშაობს მის დასკვნებს და შესაბამისად სამინისტრო ამის შემდეგ მიიღებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებას“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.