არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ არის ცალსახად პოზიტიური
05-09-2018, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნით სხდომაზე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ანგარიშში არის პოზიტიური შეფასებები და საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშიანო დავალებებს რაც ნაკისრი აქვს აღნიშნული ხელშეკრულებით.

 

 

„რუსთავი 2-მა და ოპოზიციის ნაწილმა ისე გადაუთარგმნა საზოგადოებას, რომ თითქოს ნეგატიური შეფასებები არის მოცემული ანგარიშში. სინამდვილეში ისინი საუბრობდნენ ერთ ანგარიშზე და აშუქებდნენ სრულიად განსხვავებულ მოსაზრებას, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული მოსაზრება. რაც შეეხება ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზე შეფასებებია მოცემული და რომელიც ევროპარლამენტის ეგიდით ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კლერ მუდიმ წარადგინა ევროპარლამენტში, შესაბამის ფორმატში. ამ ანგარიშში ცალსახად არის მოცემული პოზიტიური შეფასებები საქართველოში ბოლო წლებში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე. კერძოდ, წერია, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშინაო დავალებას, რომელიც აქვს ევროინტეგრაციის კუთხით ამ ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული. წერია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში ძლიერდება, წერია, რომ რეფორმები წარმატებით ხორციელდება, ასევე წერია ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან გვაახლოებს და საბაზრო ეკონომიკასთან გვაახლოებს. ასევე წერია სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესახებ. ასე რომ ცალსახად ეს დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია და ყველას შეგიძლიათ ნახოთ, არის პოზიტიური საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ სახელი უნდა დაერქვას იმას, როდესაც ბატონი გიორგი კანდელაკი გამოდის ტელევიზიით ან მიმოწერით და ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას. არ გამოუვა. საქართველოში რაც კეთდება შეუმჩნეველი არ დარჩება. პროგრესი, რომელიც არის, გამოწვევები, რომელიც ასევე რჩება ჩვენი საზოგადოებისთვის არ დარჩება შეუმჩნეველი, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არა ჩუმად და დამოუკიდებლად. შესაბამისად, ყველას, განსაკუთრებით ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, როდესაც საქართველოს ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე - და ასოცირების ხელშეკრულება ნამდვილად ასეთი საკითხია - ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომელიც საჯარო და ჩვენი ქვეყნის ინტერესს შეესაბამება“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი