რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს „დაცინვას და ცინიზმს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„დაცინვა და ცინიზმი არის, როდესაც ადამიანები, რუსი ჟურნალისტები, რომლებიც თვითონ ამართლებენ ოკუპაციას, ტრენინგებს უტარებენ ქართველ ჟურნალისტებს, ეს აბსოლუტური ცინიზმი არის - ეს ერთი და, ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისი ძალიან კომფორტული ადგილი გახდა თავისი პროპაგანდისტული მანქანისთვის ყველასთვის, ვინც კი ემსახურება პუტინისა და კრემლის ინტერესებს“, განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.