სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს.
კობაურის უფლებადამცველის თქმით, რამდენიმე დღის წინ დაცვის მხარეს პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უახლესი დასკვნა გამოუგზავნა, სადაც წერია, რომ რაიან სმიტის ცხედარზე სამი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ახლო მანძილიდან არის მიყენებული.
„რეალურად დასკვნამ გვიჩვენა, რომ რაიან სმიტს მიყენებული აქვს სამი ჭრილობა აქედან ერთი არის წელის არეში, მეორე არის შუბლის მიდამოდან შემავალი, ხოლო მესამე არის გამომავალი კისრის არეში. გარკვეულმა პირმა თუ პირებმა, როგორც ამას მალხაზ კობაური მიუთითებს, მიაყენეს ჯერ დაზიანება და შემდგომში მოახდინეს რაიან სმიტის მკვლელობა, რასაც მიუთითებს აღნიშნული ექსპერტის დასკვნა, რომ სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აქვს გარდაცვლილს“, განაცხადა კობაურის ადვოკატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.