„მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი დოდო შონავა არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ პრობლემები ვერ მოგვარდა, საკითხის განხილვამ პრემიერ მინისტრის დონეზეც გადაინაცვლოს
05-09-2018, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დოდო შონავა მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროფკავშირმა არხის იმ თანამშრომლებთან ერთად, რომლებმაც მაუწყებლის მენეჯმენტისგან შრომის ახალი პირობები მიიღეს და რომელიც შონავას აზრით, ფაქტობრივად გათავისუფლებაა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.

 

 

შონავას განცხადებით, თუკი პრობლემა ამ გზით არ მოგვარდება, საკითხის განხილვამ, შესაძლოა, მთავრობის მეთაურის დონეზეც გადაინაცვლოს, თუ ამით თავად პრემიერ მინისტრი დაინტერესდება.

 

 

პროფკავშირების წევრმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აუდიტმა მენეჯმენტს ტურნიკეტზე გადასვლა მოსთხოვა და მენეჯმენტმა აუდიტი ვერ დაარწმუნა, რომ ტელევიზია უწყვეტი პროცესია, სამუშაო საათები დაუთვალეს და შემდეგ ახალი პირობები შესთავაზეს იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ტელევიზიის შენობის გარეთ იმყოფებოდნენ. დოდო შონავას განცხადებით, ახალი შეთავაზება მიიღეს ისეთმა თანამშრომლებმაც, რომლებსაც არათუ რვასაათიანი სამუშაო დრო ჰქონდათ შესრულებული, არამედ, გადაჭარბებული სამუშაო საათებით მუშაობდნენ.

 

 

პროფკავშირის წევრის განმარტებით, ახალ შეთავაზებაში წერია, რომ თანამშრომელს მაუწყებელი დღიურად 80 ლარს შესთავაზებს, ოღონდ არაფერია ნათქვამი რა სიხშირით გამოიძახებენ მას სამსახურში, იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი დათანხმდება შეთავაზებას, ვერ აიღებს კომპენსაციას, თუ არ დათანხმდება - აიღებს მხოლოდ ორი თვის კომპენსაციას და დაემშვიდობებიან.

 

 

„აუდიტმა ასეთი მოთხოვნა დაუყენა მენეჯმენტს, რომ სავალდებულო გამხდარიყო ტურნიკეტი. მენეჯმენტმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა აუდიტი, რომ ტელევიზია არის უწყვეტი წარმოება - ეს ყველაფერი არის შემოქმედება. ოპერატორი, რომელიც მთელი დღე გასულია სამუშაოდ, თუ ის საეთერო ოპერატორი არ არის, მას ტურნიკეტით როგორ უნდა დაუთვალო სამუშაო საათები? ჩართვის და აპარატურის მომსახურე ადამიანები გაუშვეს იმ მიზეზით, რომ შენ არ შეასრულე შენობაში რვა საათიო. მიდის ეს უკვე აბსურდამდე. ამავე დროს, შეთავაზება მიუვიდა იმ ადამიანებსაც, ვისაც გადაჭარბება ჰქონდა ამ საათების. აი, მაგალითად, ნათია შენგელია, რომელიც ტექნიკური პროდუსერია, რომელიც მე-2 არხის თანამშრომელი იყო, გადაიყვანეს „მოამბეში“ ტექნიკურ პროდუსერად, მთელი ზაფხული ამუშავეს, გადაჭარბებული აქვს საათები, მიუვიდა ეს შეთავაზება. შეთავაზებაში იცით რა წერია? 80 ლარს გადაგიხდით სამუშაო დღეში, ოღონდ ზეპირად უთხრეს, რომ ან დაგვჭირდები ან არაო. თუ ამას ხელს მოაწერ, ვერ აიღებ ორი თვის კომპენსაციას და ვერც სასამართლოში წახვალ. თუ ხელს არ მოაწერ, მაშინ ორი თვის კომპენსაციას მოგცემ და ნახვამდისო. აქ არის ჩართვის ტექნიკოსი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს, რომელიც დღე და ღამე თავისი მანქანით მიდიოდა ხოლმე ჩართვაზე - მას მიუვიდა ეს შეთავაზება. მოაწერ ხელს და ხელფასს არ მიიღებ, ერთადერთი გრჩება საშვი - „ხანდახან შემოიარე რა, მერე გეტყვი, რომ საერთოდ არ მჭირდები, ნახვამდის და კომპენსაციასაც აღარ მოგცემ“. ორივე შემთხვევაში გათავისუფლებაა. იურისტებმა გვითხრეს, რომ ეს არ არის შრომითი ხელშეკრულება. შრომით ხელშეკრულებაში დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, რომ შენ რაღაც დროის მანძილზე დასაქმებული ჰყავდე და ამაში გადაგიხადოს ფული. ამ შრომითი კანონმდებლობით დამსაქმებელს მუდმივ ხელშეკრულებაზე მყოფი ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუარესების უფლება არ აქვს. ვერ მოიფიქრა ადამიანმა[ვასილ მაღლაფერიძემ], რის საფუძველზე აპირებს ამას. მე გაძლევთ იმის პირობას, რომ ყველა, ვინც ხელს არ მოაწერს და გაათავისუფლებენ, დაბრუნდება აქ სასამართლოს გადაწყვეტილებით“, აცხადებს დოდო შონავა, რომელიც პროფკავშირისა და მაუწყებლის იმ თანამშრომლების, რომლებმაც ახალი შეთავაზებები მიიღეს, შემდგომ ნაბიჯად პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეხვედრას მოიაზრებს.

 


„ჩვენ ახლა მოვითხოვთ შეხვედრას პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და მათ დავუსვამთ შეკითხვას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი ძალიან სწორად მოქმედებს ახლა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არანაირად არ უნდა დავიხიოთ უკან, ბოლომდე უნდა მივიღოთ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც გაჩნდა. აქცია იყო, ჩვენ ვაპირებთ პრესკონფერენციის გამართვას და შემდეგ უკვე შეხვედრები იქნება იმ უწყებებთან, რომლებიც ვალდებულები არიან, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საფინანსო და საპრიორიტეტო მრავალფეროვნებაზე“, აცხადებს დოდო შონავა, რომლის თქმითაც, საკითხის განხილვა მთავრობის მეთაურამდე იმ შემთხვევაში მივა, თუ ამით თავად პრემიერ მინისტრი დაინტერესდება.

 

 

პროფკავშირების წევრი ბოლო დღეებში მომხდარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის „ეფექტური მენეჯმენტის“ შედეგად განვითარებული მოვლენების გაგრძელებად მიიჩნევს და ამბობს, რომ მაღლაფერიძის მოსვლის შემდეგ, პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტურბულენტურ ზონაში შევიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი