„ჯერ სად ვართ ხალხო, მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, მოსალოდნელია მხოლოდ გაუარესება“ - ნიკა მელია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას „წმინდა წყლის მავნებლობად“ აფასებს
05-09-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას „წმინდა წყლის მავნებლობას" უწოდებს.

 

 

როგორც მელიამ „რუსთავი 2"-ს უთხრა, ტურისტული სეზონის პიკზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება, არაკომპეტენტურობისა და არაკვალიფიციურობის ზღვარს სცდება.

 

 

„ეს არაკომპეტენტურობა და არაკვალიფიციურობა აღარ არის დიდი ხანია - ეს არის წმინდა წყლის მავნებლობა. წარმოიდგინეთ, პიკს მიაღწია ახლა ტურიზმმა, ახლა დამთავრდა რეალურად ტურიზმის სეზონი. მაშინ, როდესაც უცხო ვალუტა შემოედინება ქვეყანაში უხვად, როგორ უნდა მოახერო ქვეყანაში, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტა გაგიუფასურდეს.... ჯერ სად ვართ ხალხო, მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, მართლაც რომ მოსალოდნელია ყოველ დღეს მხოლოდ და მხოლოდ გაუარესება", აცხადებს ნიკა მელია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი