ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" მართავს ამ ქვეყანას, შეუძლებელია, მიღწეული იქნას ისეთი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოიწვევს ლარის დასტაბილურებას და საბოლოო ჯამში დაასტაბილურებს ფასებსაც და დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯიბე, აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ის, რასაც „ქართული ოცნება" არ აკეთებს - საწვავის აქციზზე ფასის დაწევა - რეალურად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იქნებოდა.
„და დღეს, არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" თვეების და წლების მანძილზე ის, რასაც „ევროპული საქართველო" ვეუბნებოდით, რომ დღეს ჩვენ რომ დავწიოთ გადასახადები, პირველ რიგში აქციზის გადასახადი საწვავზე, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი შემსუბუქება იმაზე, რომ ლარის ასეთი მერყეობა, მით უმეტეს, ტურისტული სეზონის პიკზე, როცა უნდა ველოდოთ, რომ ლარი ყველაზე მყარი უნდა იყოს, არ გადაიზარდოს ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენს მოქალაქეებს“, უთხრა „რუსთავი 2"-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.