იმერეთში გაზის და ნავთობის აღმოჩენის ალბათობა ძალიან დიდია - მდინარე რიონის აუზში გაზი და ნავთობი არის, თუმცა რა ოდენობაა, ეს ჭაბურღილების დადგმის შემდეგ გახდება ცნობილი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი
05-09-2018, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში გაზის და ნავთობის აღმოჩენის ალბათობა ძალიან დიდია. მდინარე რიონის აუზში გაზი და ნავთობი არის, თუმცა რა ოდენობაა, - ეს ჭაბურღილების დადგმის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ ასიდან 70% გაზია და 50/50-ზე ნავთობი, - განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა წყალტუბოში, სადაც იგი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძეს შეხვდა და სადაც მერიის თანაშრომლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნავთობისა და გაზის რესურსების ( VIა სალიცენზიო ბლოკის) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო.

 

 

როგორც ცნობილი გახდა 8 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გეოლოგიური საძიებო სამუშაოები. პირველი საძიებო ობიექტები ვანისა და წყალტუბოს ტერიტორიაა, სადაც დაგეგმილია მიწის რენტგენული გაშუქება 5000 მეტრის სიღრმეზე. სამუშაოებზე 9 მილიონ ლარიანი ლიცენზია ჩინურ კომპანიას - შპს. „ჯორჯია ქოლაიშინ ენერჯი ლიმითედ კომპანის“ აქვს მოპოვებული.

 


„მდინარე რიონის აუზში გაზი და ნავთობი არის, თუმცა რა ოდენობაა, - ეს ჭაბურღილების დადგმის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ ასიდან 70% გაზია და 50/50-ზე ნავთობი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც სერიოზულ კვლევებს მოიცავს, გარემოსდაცვის საკითხებს, სეისმურ სამუშაოებს, აღმოჩენის ალბათობას, რომელიც სავარაუდოდ 4 წელიწადში დასრულდება და მერე დაიწყება სამუშაოები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა ზონის ტერიტორიები ჩვენი კვლევის ობიექტია,“ - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

 

 

 

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლიცენზიის მფლობელ კომპანიას სოციალურად აქტიური პროექტის მომზადების რეკომენდაცია მისცა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 


სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას შპს. „ჯორჯია ქოლაიშინ ენერჯი ლიმითედ კომპანის“ დირექტორი ჩუ იონ ხუნი და კომპანიის წარმომადგენელი ვაგ ბინი ესწრებოდნენ.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი