პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომისიის ოპოზიციურ წევრებს შესაძლებლობა და შანსი ჰქონდათ, რომ კომისიის მანდატის ფარგლებში კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს. მისივე თქმით, მიღებულია ისეთი დასკვნა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.
ბესელიას ასევე ამბობს, რომ დადგენილების პროექტსა და რეკომენდაციებს მოამზადებენ, რომელიც პარლამენტს წარედგინება.
„კომისიის ოპოზიციურ წევრებს, რომლებსაც კომისიაში უმრავლესობა მივეცით, შესაძლებლობა და შანსი ჰქონდათ, რომ კომისიის მანდატის ფარგლებში კვალიფიციური და ობიექტური დასკვნა მოემზადებინათ, რომელიც იქნებოდა კანონის შესაბამისად შედგენილი. სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს.
სამწუხაროდ, ისეთი დასკვნა მიიღეს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლმსაჯულების სფეროში იჭრება და ეს პირდაპირი ჩარევაა სასამართლოზე და ეს ის არის, რაც საკანონმდებლო ორგანომ არასოდეს არ უნდა დაწეროს. ჩვენ დოკუმენტი წარმოვადგინეთ, რომელიც აბსოლუტურად შესაბამისობაშია ფაქტებთან და იმ მანდატთან, რაც კომისიას აქვს, პასუხისმგებლობით მომზადებულია, ამიტომ დასკვნა სესიაზე წარდგენილი იქნება, მაგრამ კენჭი დადგენილებას ეყრება და არა დადგენილების პროექტს. დადგენილების პროექტსა და რეკომენდაციებს მოვამზადებთ, რომელიც პარლამენტს წარედგინება“, განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.