რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ცაგერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
გუბერნატორმა დაათვალიერა და დადებითად შეაფასა მურის ციხეების კომპლექსამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ კომპლექსში შემავალი სამი ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომლებიც, რთული რელიეფის გამო, აქამდე მიუწვდომელი იყო.

არჩილ ჯაფარიძემ ასევე მოინახულა სოფელ ჩხუტელში გზის ასფალტირებისა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. გაეცნო ქალაქ ცაგერის შიდა გზების ასფალტირების, №2 ბაგა-ბაღისა და უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაციის პროცესს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს რეგიონში მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებას.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.