ზაზა სარალიძე: „ქართული ოცნების“ დასკვნა სამარცხვინოა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები „პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას“
06-09-2018, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა სამარცხვინოა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები „პირდაპირ ხელს უშლიან მისი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას“.

 


„ვერ მივიღე პასუხი თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინა ისე, რომ თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ - ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობენ სუბელიანს. სამარცხვინოა, სამარცხვინოა მათი დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი. ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა, ვინ გაღუნა დანა. ვინ გაღუნა დანა, ისიც დამნაშავეა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას. ვინც დაანგრია ფარდული, პირდაპირ მნიშვნელობაშია და ხელი შეუშალა ჩემი შვილის მკვლელის დადგენას; მირზა სუბელიანის მოქმედებებმა პირდაპირ ხელი შეუშალა ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას და ჩვენ დღეს ვღებულობთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას“, განაცხადა ზაზა სარალიძემ და დასძინა, რომ 10 სექტემბრიდან კვლავ აქციების დაწყებას გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი