ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სამთვიანი მუშაობა დაასრულა, გუშინ, 5 სექტემბერს კი, კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, კომისიის მუშაობა კონკრეტული შედეგებით დასრულდა.
კაპანაძის თქმით, გამოიკვეთა, რომ საქმეში მ.კ. მონაწილეობდა და გაიცა რეკომენდაცია, რომ დაიწყოს მის მიმართ სისხლისსამართელბრივი დევნა. ასევე, დადგინდა მირზა სუბელიანის მონაწილეობა გამოძიების პროცესში და სუბელიანთან კავშირში შსს-სა და მთავარი პროკურატურის კონკრეტული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის გამოძიების რეკომენდაცია გასცა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ გამოკვეთა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობიების საკითხიც.
„ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. 80-მდე ახსნა-განმარტება მივიღეთ, უზარმაზარი მასალა შევისწავლეთ, შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლები დავიბარეთ აქ მათ გავესაუბრეთ. ისევე როგორც გვქონდა ახსნა-განმარტების მოსმენა შსს მინისტრისგან, ყოფილი მთავარი პროკურორისგან და იუსტიციის მინისტრისგან. საბოლოო ჯამში იქნა კომისიის მიერ დადგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და გამოტანილი რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა. პირველი, ჩვენ ამ დასკვნის ფარგლებში ისევე, როგორც შუალედურად მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ მან დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ, რომ ის მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. ჩვენ კომისიის ფარგლებში დავადგინეთ კონკრეტული გარემოებები. მათ შორის ისიც, რომ მას ხელთ ჰქონდა კონკრეტული საგანი, როგორც ჩხუბამდე, ასევე, რომ მას ის იყენებდა ჩხუბის პროცესში და საუბრობდა ასევე ჩხუბის შემდეგ და საუბრობდა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ცდილობდა, რომ ის დაეგდო მაგრამ ეს ვერ მოახერხა.
ჩვენ დავადგინეთ გამოძიების პროცესში, რომ ამ გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი რომელიც მაშინ იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი და რომლის როლი გამოიკვეთა ჩვენი სამუშაოს შედეგად. ჩვენ დავადგინეთ, რომ მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომ არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის, ისეთი მოწმეებიც, რომლებმაც შემდეგ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს კომისიას.
ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ყველაფერზე, ამ დარღვევებზე იკვეთება პასუხისმგებლობა კონკრეტული თანადებობის პირების როგორც შსს-ში, ისე მთავარ პროკურატურაში. კომისიამ მოახდინა ამ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება....
დავადგინეთ ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის მათ მიერ გაკეთებული განცხადებების თუ გადადგმული და არგადადგმული ნაბიჯების გამო", განაცხადა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.