მესტიაში მინი-ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3-დღიანი ტურნირი დასრულდა. ტურნირი მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნას მიეძღვნა.
სპორტულ შეჯიბრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.
ფინალში ერთმანეთს სენაკის II ქვეითი ბრიგადის გუნდი და ლენჯერის გუნდი დაუპირისპირდა. სენაკის II ქვეითის ბრიგადის გუნდმა ანგარიშით 2-0 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულს გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი გადაეცა და მონაწილე ფეხბურთელები მედლებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გუნდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები მუხრან შუკვანის საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. უწყების მაღალჩინოსნებმა ასევე შუკვანების სახლის მშენებლობის პროცესი მოინახულეს, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. დამწვარი სახლის აღსადგენად შუკვანების ოჯახს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა. უწყების მიერ ასევე აღდგენილ იქნა, ხანძრის შედეგად დამწვარი მუხრან შუკვანის უწყებრივი მედლები, რომელიც გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოჯახს გადასცა.
მუხრან შუკვანი 2010 წელს 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უკვე 5 წელია იმართება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.