ონის მერი ემზარ საბანაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია „მთის კანონი“ და მაღალმთიანი დასახლების სტატუსით მინიჭებული სიკეთეები. მერს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში, სადაც დაახლოებით, 30-35 წლის წინ, 40 000-ს მცხოვრებზე მეტი იყო, დღეს კი, მათი რაოდენობა ძალიან შემცირებულია, „მთის კანონის“ ამოქმედებამ გაამართლა, რადგან ონს არაერთი მცხოვრები დაუბრუნდა.
„ონის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მატარებელია და აღნიშნული სტატუსის მქონე დასახლებებისთვის დაწესებული ყველა შესაბამისი პროგრამით სარგებლობს. ერთ-ერთი შეღავათი არის ასევე ის, რომ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადებისგან თავისუფლდებიან.
დაახლოებით, 30-35 წლის წინ, 40 000-ს მცხოვრებზე მეტი იყო ონის მუნიციპალიტეტში, დღეს 7 000-მდეა, თუმცა, დაბრუნდნენ ადამიანები აქ საცხოვრებლად. ეს ნიშნავს, რომ პროგრამამ გაამართლა, კარგად მუშაობს”, განუცხადა ემზარ საბანაძემ GUARDIAN.GE-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.