მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანდრეს მამიკინსის ანგარიში უნდა იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი თითოეული ქართველისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა
06-09-2018, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, ანდრეს მამიკინსის ანგარიში შეაფასა და მისი თქმით, ეს ანგარიში უნდა იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი თითოეული ქართველისთვის და ეს არის ქართველი ერის წარმატება და არა „ქართული ოცნების. ბახტაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ გააკეთონ ისეთი კომენტარები, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის არის საჭირო და არა ვიწრო პარტიულისთვის.

 

 

„რაც შეეხება მამიკინსის შეფასებას, ის შეფასებები რაც დაიდო ეს არის საამაყო თითოეული ქართველისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, თითოეული მოქალაქისთვის ვისაც საქართველო წარმოუდგენია ევროპულ ოჯახში და მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს ძალიან პოზიტიური იმპულსის მიმცემი ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად თუ რომელ პარტიას ეკუთნის ის მაგრამ როდესაც ესეთი საკითხები დაიყვანება ვიწრო პარტიულ ინტერსებზე სამსჯელოდ, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. მე ვთქვი, რომ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ ამ ქვეყანამ გააკეთა თავისი ცივილიზებული არჩევანი და ამ არჩევანის გზაზე ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. თუ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აცხადებენ რომ მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე, მაშინ კეთილი ინებონ და გააკეთონ ის კომენტარები რასაც აკეთებენ ჩვენი ევროპელი კოლეგები ეს არის ჩვენი ერთიანი წარმატება, ჩვენ ესე მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართული ერის წარმატება და არა პარტიული წარმატება“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი