ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდოდა გასულ წელს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოეკლათ, მაგრამ მისმა თავდაცვის მინისტრმა იგნორირება გაუკეთა აღნიშნულ თხოვნას, ირწმუნება ბობ ვუდვორდი მის წიგნში.
აღნიშნული წიგნის მიხედვით, რომელიც ტრამპის ქაოტურ და უუნარო თეთრ სახლზე მოუთხრობს მკითხველს და ნათელს ჰფენს ადმინისტრაციის ქმედებებს, პრეზიდენტმა თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს უთხრა, რომ მას უნდოდა ასადი მოეკლათ მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტმა 2017 წლის აპრილში მშვიდობიან მოქალაქეებზე ქიმიური თავდასხმა განახორციელა, მატისმა კი ტრამპის აღნიშნული თხოვნის შემდეგ შეზღუდული საჰაერო დარტყმის გეგმა განავითარა, რომელიც პერსონალურად ასადს არ უქმნიდა საფრთხეს, წერს ბრიტანული „გარდიანი“.
ასადის მკვლელობის გარდა წიგნში ამერიკის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული.
გავრცელებული ცნობით, ტრამპმა კერძო სივრცეში, თავის გენერალურ პროკურორს, ჯეფ სეშენსს დასცინა და მას აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებაში მის ჩართულობაზე უარის თქმის გამო „მოღალატე“ უწოდა და მასხრად აიგდო მისი სამხრეთული აქცენტი და წარმომავლობა. „ეს კაცი გონებრივადაა ჩამორჩენილი“, განაცხადა ტრამპმა წიგნის თანახმად.
ვუდვორდი მის წიგნში ასევე წერს, რომ თეთრი სახლის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა „ტრამპის სამუშაო მაგიდიდან წერილი მოიპარა“, რომლის ხელმოწერის შემთხვევაშიც, შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან გამოვიდოდა. მან ასევე კიდევ ერთი წერილი მოიპარა, რომელიც Nafta-დან (ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება) აშშ-ის გამოსვლას ეხებოდა. კონმა მოგვიანებით თავის პარტნიორებს უთხრა, რომ ტრამპს არასოდეს შეუნიშნავს, რომ პირველი წერილი დაკარგული იყო.
ვუდვორდის წიგნის თანახმად, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯონ კელიმ, ტრამპს „იდიოტი“ უწოდა, ხოლო თეთრი სახლი აღწერა, როგორც „საგიჟეთი“. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კელი ამბობს: „იდეა, რომ მე ოდესმე პრეზიდენტს იდიოტი ვუწოდე, სიმართლე არ არის“.
თეთრმა სახლმა წიგნთან დაკავშრებით, რომელიც 11 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „წიგნი სხვა არაფერია, თუ არა მოგონილი ამბები, ბევრი უკმაყოფილო ყოფილი თანამშრომლის“ მიერ შეთხზული ისტორიები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.