საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მიღებული „ევროპული საქართველოს“ დასკვნა შეაფასა. პრემიერს თქმით, ამ დასკვნის დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური შეფასებებია, ასევე ამბობს, კომისიამ დაგვარწმუნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ყოფილა.
„ჩემი შეფასება გახლავთ სწორედ ასეთი, რომ საგამოძიებო კომისიამ კანონმდებლობის ჩარჩოებში სწორედ ის უნდა განახორციელოს, რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს. პოლიტიკური ნაწილი რომ გამოვაკლოთ, სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური შეფასებები გახლავთ, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, მთავარია ყველანი დავრწმუნდეთ, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი ან თუ იყო, უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელოდება და, რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.