„შვილის მკვლელი ხარ, შვილი მოკალი და მეც მომკალი“ - საქალაქო სასამართლოში მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის დაპირისპირება მოხდა
06-09-2018, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის განხილვა ხმაურით დაიწყო. სასამართლოს დერეფანში ერთმანეთს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი და მოკლულის დედა სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც დაპირისპირებული მხარეები მანდატურმა გააშველა.

 


დაპირისპირების დაწყებას წინ მკვლელობაში ბრალდებულის შვილის, ლიკა ბაქრაძის განცხადება უძღოდა.

 

 

ბაქრაძემ გამრეკელაშვილის სიკვდილში მოკლულის დედა, ნათია გობაძეც დაადანაშაულა.

 

 

„შვილის მკვლელი ხარ, შვილი მოკალი და მეც მომკალი", ასე მიმართა მან მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედას.

 

 

მოგვიანებით კი, ლიკა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან ასეთი განცხადება გააკეთა:

 

 

„მე ვუთხარი, რომ მარტო შვილი კი არ მომკალი-მეთქი, მეც მომკალი-მეთქი. თავისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი, ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებთ? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო".

 

 

რაც შეეხება გარდაცვლილის დედას, დაპირისპირების შემდეგ იგი სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.

 

 

„როგორ მოვიდა ჩემთან, ჩემი შვილის სისხლით აქვთ ხელები გასვრილი, შვილი მომიკლეს", განაცხადა ნათია გობაძემ.

 

 

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

 

 

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განძრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი