დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა ბენ ვალასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია „საბოლოოდ პასუხისმგებელი“ სოლსბერიში სკრიპალებზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაში.
მანამდე, ოთხშაბათს თემთა პალატის წევრებისადმი მიმართვისას კრემლისკენ ხელი პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ გაიშვირა, მაგრამ მას პუტინი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია სკრიპალების მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში.
ქალაქ სოლსბერიში მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში განხორციელებულ თავდასხმას მამა-შვილი, სერგეი და იულია სკრიპალები გადაურჩნენ, მაგრამ ინციდენტისას ბრიტანელი ქალბატონი გარდაიცვალა.
მეიმ გაამჟღავნა, რომ ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ ჩაფრინდნენ, რუსული სამხედრო დაზვერვის, „გრუ“-ს ოფიცრები იყვნენ და ამის დამადასტურებელი სამხილები ბრიტანეთის პოლიციამ წარმოადგინა, სადაც ჩანს ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი პირის მოსკოვიდან ლონდონში ჩაფრენა, შემდეგ კი სოლსბერიში მგზავრობა და ეს აღბეჭდილია CCTV-ის არაერთ ვიდეო და ფოტომასალაზე.
ბრიტანეთი კრემლზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებას ხუთშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში შეეცდება.
ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, მიმდინარე წლის მარტში, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოთხშაბათს ბრიტანეთის პოლიციამ და პროკურატურამ ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი დაასახელა და განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.
პოლიციის ცნობით, ისინი (დაბლა ფოტოზე), ნამდვილი რუსული პასპორტებით - ალექსანდრ პეტროვის (ფოტოზე ხელმარცხნივ) და რუსლან ბოშიროვის სახელებით დიდ ბრიტანეთში „აეროფლოტის“ რეისით სკრიპალებზე განხორციელებულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ. პროკურატურის განცხადებით, არსებობს საკმაო სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.

„პროკურატურის კონტრტერორიზმის განყოფილების პროკურორებმა შეისწავლეს სამხილები და დაასკვნეს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ ბრალის წარდგენის რეალისტურ პერსპექტივას ჰქონდეს ადგილი და მკაფიოა, რომ საზოგადოების ინტერსებში შედის ბრალი წარედგინოთ ალექსანდრ პეტროვს და რუსლან ბოშიროვს, რომლებიც რუსი ეროვნების არიან“, განაცხადა პროკურატურის ლეგალური სამსახურების დირექტორმა, სიუ ჰემინგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.