რუსეთიდან წამოსული „რბილი ძალა“ და პროპაგანდა დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახება - მამუკა ბახტაძე რუსეთის მხრიდან დაფინანსებულ მედია ფორუმს გამოეხმაურა
06-09-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა ბახტაძე თბილისში გამართულ რუსეთის მხრიდან დაფინანსებულ მედია ფორუმს გამოეხმაურა და მას რუსეთიდან წამოსული „რბილი ძალა“ და პროპაგანდა უწოდა. პრემიერ მინისტრის თქმით, ეს პროპაგანდა დგას სხვა ქვეყნებშიც და საქართველოს უკვე არჩეული აქვს საკუთარი გზა და მსგავსი პროპაგანდა ნეგატიურად ვერ აისახება მოსახლეობაზე.

 

 

„რაც შეეხება „რბილ ძალას“ და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღინიშნოს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“, განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   karolinamore
      
Hi All! I love google!
Google.Com
26 დეკემბერი 2019 22:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი