"არც თქვენ გცოდნიათ, ბიძინა ბატონო!"
24-06-2015, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა – "ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ", – და რასაც 2012 წლის ოქტომბერში მოძალადე სააკაშვილის ნაცრეჟიმის შეცვლა მოყვა, "ბევრმა პოლიტიკურმა თუ არაპოლიტიკურმა წყალმა ჩაიარა!" პირველივე დღეებიდან ბ–ნი ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებში გახლდით, როგორც შემეძლო ვაქტიურობდი და არაერთი პუბლიკაცია გამოვაქვეყნე ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში! მთელი ეს პერიოდი, მიუხედავად ყველაფრისა, ბ–ნი ივანიშვილის კოალიციური ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომების თუ "გადაცდომებისა", არ ვკარგავდი იმედს, რომ ბ–ნმა ბიძინამ – "იცოდა ის, თუ რა, როგორ და რა დროს უნდა ეკეთებინა", – საქართველოს გასამთლიანებლად და გასანვითარებლად!..


ვაგლახ... მაგრამ, რაც დრო გადის და რასაც ვხედავ, მით უფრო მიქარვდება ამის იმედი... ჭაბუა ამირეჯიბის რომანის გმირის, დათა თუათაშხიას ნათქვამისა (პერეფრაზირებით, მხოლობით რიცხვში) არ იყოს – "... ვიფიქრე, მან იცის ის, რაც არ ვიცი – თქვა... არ იცით, არც თქვენ მგონია, რაა საკეთებელი და ნამდვილი საქმე... ერთი კია, მოწყურებული ხართ ჩემსავით, – საუბრობთ, ვარაუდობთ, ეძიებთ, – რაღაც გზაზე დგახართ მართალია ესეც, მარა, სანამ მანდედან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდება, საუკუნე გაივლის კიდევ.."! – უკაცრავად და, არც თქვენ გცოდნიათ, ბიძინა ბატონო!

 

 

დიახ, სანამ თქვენი "პოლიტიკაში წასვლა–დაბრუნების" საკითხი რეალურად გაირკვევა (არაერთ ჩემს სტატიაში აღვნიშნე, რომ პოლიტიკიდან არ უნდა წასულიყავით და დაბრუნებას გთხოვდით, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ ამას აღარ გავაკეთებ), მანამ, ვერც ქვეყნის გამთლიანება მოხდება, – რაც არის თქვენი პოლიტიკური მისია და რაზეც მიბმულია საქართველოს გადარჩენა და განვითარება! აბა სხვაგვარად, ჩვენსავით მცირე, გაღატაკებული და დანაწევრებული სახელმწიფო სად გინახავთ, რომ ეკონომიკურად აღორძინებულიყოს?! ეჰ, ბ–ნო ბიძინა, არც თქვენი გქონიათ ბედი, ისე როგორც საქართველოს უმრავლეს მმართველებს, მეფეებსა თუ პრეზიდენტებს, რადგანაც უამრავი "ერთგულად" მედროვე მოხელეები გახვევიათ ირგვლივ! ჩემთვის, ეს "ნიუანსი" არის ერთადერთი "გამართლება", მაგრამ საქართველოს ისტორიას რას ეუბნებით?! თუმცა, მცირე დრო (საერთაშორისო გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით) ჯერ კიდევ გაქვთ, რომ არ დააგვიანოთ და კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად გაიაზროთ!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი