დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმის შედეგად, მილიონ ლარზე მეტი დავიბრუნეთ, რომელსაც ისევ ჰესის მშენებლობაზე მივმართავთ, ასე ეხმიანება შპს „ენერგო ინვესტის“ ფინანსური დირექტორი მაია სამუნაშვილი დღგ-ს დაბრუნების რეფორმას.
„ჩვენს კომპანიას უკვე ჰქონდა შეხება დღგ-ს დაბრუნების პროგრამასთან, გამოვიყენეთ ეს აქტივი და საკმაოდ ეფექტიანად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ თანხის დაბრუნება, რადგანაც ინვესტიციის უკან ჩაბრუნება და თანხების მობილიზება ხდება, რის შედეგადაც ბიზნესი ფართოვდება და განვითარების მეტი საშუალება ეძლევა. ასე რომ, ვეთანხმები მთავრობის ამ ინიციატივას და ძალიან მომწონს აღნიშნული ცვლილება. ეს ჩვენთვისაც სიახლე იყო და ძალიან ეფექტიანად ვიმუშავეთ. პირველ რიგში, პრემიერ მინისტრს მადლობა ამ ინიციატივისთვის, თვითონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც ძალიან კომპეტენტურები არიან, ვისთანაც მოგვიწია მუშაობა. ძალიან დროულად და ძალიან ყურადღებით ეკოდებიან ამ საკითხს", განაცხადა მაია სამუნაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიამ უკვე მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ისევ ჰესის მშენებლობაზე იქნება მიმართული.
„კომპანიებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. არამარტო ცალკე აღებული კომპანიების, არამედ, ზოგადად, ეკონომიკისთვის განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ინიციატივაა და თუ ასე გაგრძელდება, ნდობაც მეტი იქნება და ყველა კომპანია ჩაერთვება ამ პროექტში“, აღნიშნა „ენერგო ინვესტის“ ფინანსურმა დირექტორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.