„ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი: დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა
06-09-2018, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანია „ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი ნინო მჭედლიშვილი ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დადებითი შედეგების მომტანი იქნება ბიზნესისათვის.

 

 

„ყვარლის ბაგა" არის რძის მწარმოებელი კომპანია. საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, დააგროვოს საგადასახადო აქტივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფერმა ჯერ კიდევ იმყოფება საინვესტიციო ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დღგ-ს დაბრუნება მოხდეს შეუფერხებლად. ამ ეტაპზე დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ მობრუნებული ფინანსების რეინვესტირება“, განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.

 

 

პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემით უკვე 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. პრემიერი მოუწოდებს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში და შეავსონ განაცხადებები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი