ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნა დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც ყველა მივისწრაფვით - მამუკა ბახტაძე ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას აფასებს
06-09-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა ბახტაძე ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს.

 

 

„ვფიქრობ, აღნიშნული ოფისის გახსნა ევროპოლში კიდევ უფრო დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც ყველა მივისწრაფვით“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისი უკვე ფუნქციონირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ევროპოლთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. საქართველოს პირველი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, ქალაქ ჰააგაში უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.

 

 

საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლას ორგანიზებული და ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებით, კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ევროპის საპოლიციო სტრუქტურებთან, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო „ევროპოლის“ ოპერატიული პარტნიორი ქვეყანაა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობის, უსაფრთხო არხის მეშვეობით ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისა და ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი