მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა: ვეფხია ბაქრაძე ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო
06-09-2018, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა ნათია გობაძე ამტკიცებს, რომ მისი შვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ მოკლა. გობაძე ასევე აცხადებს, რომ ვეფხია ბაქრაძეს ბავშვების დაწვაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ვერ მოასწრო.

 

 

„ბავშვები ესწრებოდნენ. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას - იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს და მათი თვალებიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ბენზინი ვიპოვე, ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს", განაცხადა ნათია გობაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ბრალდებულის ადვოკატი კი, აცხადებს, რომ ვეფხია ბაქრაძე მკვლელობას აღიარებს, თუმცა უარყოფს, რომ დანაშაული ბავშვების თვალწინ ჩაიდინა.

 

 

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

 

 

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განძრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი