თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაა
06-09-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტს ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მორიგ წარუმატებელ მცდელობას უწოდებს. ჩუგოშვილის თქმით, ეს ოპოზიციური პარტიები ამას არაერთხელ ცდილობდნენ, თუმცა არასოდეს გამოსვლიათ და ვერც გამოუვათ.

 

 

„ევროპარლამენტი პირველად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხს და ამ შეფასებისთვის მომზადებული ანგარიში არის ძალიან პოზიტიური. ანგარიშში აღნიშნულია ჩვენი ქვეყნის მიღწევები და ის რეფორმები, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს. ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება ძალიან ხვდება გულზე ოპოზიციას. უკვე ვნახეთ მცდელობა სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოების აზრის მანიპულირების, დღეს კი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე დააზიანონ ეს პროცესი და ქვეყანამ ვერ შეძლოს იმ დადებითი შეფასებების მიღება, რომელსაც იმსახურებს. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი არ არის, ადრეც არაერთხელ უცდიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი