კომპანია „ნატახტარის“ კომერციული დირექტორი: თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში
06-09-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს გარშემო იქმნება ახალი შესაძლებლობა - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მთელი სარტყელი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი. ყოველივე კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში. ის გარემოება, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ამ ქვეყნებთან, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საქართველოს ინვესტირებისთვის, რადგან თავისუფალი ვაჭრობის სარტყელი ჩვენი ქვეყნის გარშემო კიდევ უფრო ფართოვდება", განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.

 

 

ნუკრი ხუნძაკიშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყების ინიცირების შესახებ.

 

 

„იაპონია ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ჩვენ ჯერ არ გაგვიყიდია იაპონიაში ჩვენი პროდუქცია, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობა იაპონიასთან ამ პროცესს დააჩქარებს. პოზიტიურად ვართ განწყობილი“, განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა.

 

 

ნუკრი ხუნძაკიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმებაზე ისრაელის მხარესთან. დოკუმენტის თანახმად, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მოხდება შესწავლა და გამოვლინდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები და ის სექტორები, რომელშიც მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება.

 

 

„ისრაელი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა, სადაც ჩვენი პროდუქცია მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადავიდეს, რაც გაზრდის ჩვენს ექსპორტს. თავისუფალი ვაჭრობა ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ უფრო მეტად ფოკუსირებულები ვიყოთ“,  განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი