გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნების“ ერთი მთავრობის მეორეთი გამოცვლამ საქართველოს არაფერი არ მოუტანა
06-09-2018, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მეორე დღეა ევროკავშირის დედაქალაქში შეხვედრებს მართავს. ბრიუსელში ვაშაძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც იმყოფება.

 

 

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში გრიგოლ ვაშაძესაც შეხვდა. ვაშაძის თქმით, ევროკომისართან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო.

 

 

„ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობაზე, ვისაუბრეთ იმ დემოკრატიის დეფიციტზე, რომელიც ამ კამპანიას თან ახლავს. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქე უპირისპირდება და იმაზე, რომ სამწუხაროდ, ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც, „ქართული ოცნების“ ერთი მთავრობის მეორეთი გამოცვლამ არაფერი არ მოუტანა ქვეყანას და სადაც გუშინ იყო საქართველო, დღესაც იქ არის, ანუ არსად, თავისი არაპროფესიონალი მთავრობის გამო“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი