ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ იაპონიასთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნებთან თანამშრომლობა ქართული კომპანიებისთვის კარგი სტარტი იქნება.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი და იაპონია, ძალზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ორმხრივ ვაჭრობას ელვისებურად ვერ გაზრდის, მაგრამ ეს იქნება კარგი სტარტი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამით ჩვენი კომპანიებისა და ჩვენი წარმოებების სწორება მოხდება იმ სტანდარტებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში ვაჭრობისთვისაა აუცილებელი“, განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ 6 სექტემბერს მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.
ნინო ევგენიძის განცხადებით, „სწორედ ამის შემდეგ იქნება სავაჭრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოება შესაძლებელი და ყველა იმ სიკეთის და სარგებლის მიღება, რასაც ზოგადად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოაქვს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.