„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბრიუსელში ვიზიტისას ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
ბაქრაძე ამბობს, რომ ევროკომისართან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის მობილიზებაზე გაუსვა ხაზი.
„აუცილებელია, რომ ამ არჩევნებზე იყოს ბევრი დამკვირვებელი, რაც გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას და ასევე, ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და აქ ჩემი შეფასებით, არის ორი მთავარი მიმართულება, პირველი, უკავშირდება ქართველების ლეგალურად დასაქმებას ევროკავშირში და მეორე, საქართველოსთვის ევროკავშირის რეგიონულ ფონდებზე წვდომას“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.