მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.
თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. ყოფილი მერის მიმართ გამოძიება მარნეულის მკვიდრის მისამართით ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, მას ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო დაუმძიმდა.
საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს, მას ბრალი ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე წაუყენეს.
ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ძალადობა მას შემდეგ განხორციელდა, როდესაც მან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ყოფნის დროს მარნეულის მერსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს აგინა. რის შემდეგადაც მარნეულის მერი მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ შარდით სახის დაბანა აიძულა. კადრები „სტუდია მონიტორმა“ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.