დიმიტრი ცქიტიშვილი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციაზე: საინტერესო ორდღიანი კონფერენცია გველის, რომელიც საერთაშორისო შრომით გამოწვევებს ეხება
06-09-2018, 21:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტრო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციის „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, სადაც ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან ერთად, გლობალურ საკითხებს განვიხილავთ. 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - აზიის, აფრიკის, ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან მიიღეებს ღონისძიებაში მონაწილეობას. დისკუსიები გაიმართება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შრომის გამოწვევებზე, ადამიანურ რესურსებზე.

 

 

სამუშაო ბაზარზე გარკვეული ცვლილებები ხდება და ადამიანის როლი მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბევრი ქვეყნისთვის. ბევრი საინტერესო სპიკერი გვეყოლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი ახლო მეგობარი და პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი ბატონი სერგეი სტანიშევი. საინტერესო ორდღიანი სამუშაო რეჟიმი გველის; საშუალება გვექნება გლობალური გამოწვებების ნაწილში საქართველომ თავისი კონტრიბუცია შეიტანოს, რათა საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე წვდომით  ახალი ტექნოლოგიური ეპოქისთვის მზად ვიყოთ“, განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა

 

 

კონფერენცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს თბილისში გაიმართება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი