ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების - ძეძილეთის, ნოღისა და გორდის მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი 10-კილომეტრიანი გზის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტის მიხედვით, ლენტეხი-ცაგერი-წყალტუბო და გორდი–კინჩხა ერთმანეთს დაუკავშირდება. გორდი, მაჭაკეთი, ნოღა, ძეძილეთი - ეს არის სოფლები, სადაც უახლოეს მომავალში, თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზისა და მდინარეებზე - ცხენისწყალსა და მეჭიაზე ხიდების მშენებლობა განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, რომლის სატენდერო ღირებულება 17 მილიონი ლარია, მოეწყობა 10-კილომეტრიანი ასფალტ-ბეტონის გზა და მდინარეებზე 100 და 80-მეტრიანი ხიდები.
აღნიშნულ სოფლებში ათეული წლებია, მოსახლეობა უგზოობას უჩივის და მათთვის ცენტრთან დაკავშირება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, შესაბამისად, ეს ადგილობრივების პრობლემებს მოაგვარებს. გარდა ამისა, ახალი გზის მშენებლობა ტურისტულ მარშუტს უფრო მიმზიდველს ხდის, რადგან სვანეთიდან მომავალი ტურისტული ნაკადი, შემოვლითი გზის გარეშე დაუკავშირდება გორდი-კინჩხას ტურისტულ ზონას. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო ტენდერს სექტემბრის ბოლოს გამოაცხადებს.
„დღეს, ხონის იმ სოფლებში ვიმყოფებოდით, სადაც გზა ფაქტიურად არ არსებობს და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. წლებია ამ სოფლებში მცხოვრებლები, განსაკუთრებით უამინდობის დროს, ვერ ახერხებენ ცენტრთან დაკავშირებას. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემდეგ, ხონში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი მახოვრებლების კეთილდღეობაზე დადებითად აისახება“, აცხადებს ხონის მერი ლადო ჯურხაძე.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.