სხვა გზა არ დამიტოვეს, აცხადებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის,ზაზა სარალიძის მიერ 10 სექტემბრიდან დაანონსებულ აქციებს უერთდება.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს დანაშაული ეღიარებინა, მისი დევნა დაიწყო.
„ყველანაირად ვეცადე, ყველანაირად ვეცადე, რომ ეღიარებინა სახელმწიფოს ეს დანაშაული, მაგრამ ამაოდ. ამის სანაცვლოდ, ჩემი დევნა დაიწყეს - ჩემი რაღაცაში გარევა, რაღაცის დაბრალება, რაღაც პროვოკაციაზე წამოგება. აქედან გამომდინარე, უკვე ღრმად დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებაში მე ვერაფერს ვერ მივაღწევ", განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.