დავით კეშელავა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“
07-09-2018, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას გვაძლევს, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე შევიტანოთ პროდუქტები ბაზრებზე, რომელიც შეიძლება აქამდე არ იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი რაღაც მიზეზების გამო. ამიტომ ასეთი შეთანხმებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“, აცხადებს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ანალიტიკოსი დავით კეშელავა.

 

 

ამასთან, მისი აზრით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გარკვეულწილად სტიმულს აძლევს წარმოებასაც - ქართულ კომპანიებს, რომ აწარმოონ პროდუქცია და ახალი ბაზრები აითვისონ.

 


დავით კეშელავას განმარტებით, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც აქამდეც გაფორმდა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

 

 

„თუმცა, ერთია პოტენციალი, რასაც გვაძლევს ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და მეორე, რამდენად ვახდენთ ამ პოტენციალის ათვისებას. მაგალითად, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შეგვიძლია ყოველგვარი ბარიერების გარეშე შევიტანოთ პროდუქტების უმრავლესობა და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გაგვაქვს პროდუქტების დიდი ნაწილი ამ ბაზრებზე. მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ ბარიერები არ არის დაბრკოლებები, რის გამოც ქართული პროდუქცია ვერ გადის უცხოურ ბაზრებზე - სხვა ტიპის დაბრკოლებებიც არსებობს, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ პროდუქტების დიდი ნაწილის ექსპორტი მოვახდინოთ", აღნიშნავს დავით კეშელავა.

 

 

მისი აზრით, დაბრკოლებებს შორისაა - ახალი ბაზრების შესწავლასა და მარკეტინგული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის კონკურენცია.

 


„საქართველო პატარა ქვეყანაა და ძირითადად მცირე წარმოებით ხასიათდება და ერთეულზე დანახარჯები მაღალია, შესაბამისად, ფასისმიერი კონკურენციაც რთულია სხვა ქვეყნებთან. ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არის ერთგვარი საშუალება, დამატებითი პოტენციალი ჩვენი ექსპორტის გასაზრდელად“, აღნიშნავს დავით კეშელავა.

 

 

დავით კეშელავას აზრით, ამ ეტაპზე ისრაელის და იაპონიის ბაზრებში საქართველოსთვის საკმაოდ დიდი პოტენციალია და ნებისმიერი ტიპის შეთანხმება, მათ შორის სავაჭრო, ქართველ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, რომ ბარიერების გარეშე შეიტანონ ამ ბაზრებზე ქართული პროდუქცია. „ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ქვეყნები გამოირჩევა გარკვეული შეზღუდვების დაწესებით სხვა ქვეყნების მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნესს, უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ ბაზრებით და ისინი აითვისონ“, აცხადებს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ანალიტიკოსი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი