ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავს, აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის „უკანასკნელი შემოდგომა“ უნდა იყოს და მისი შეხვედრებიც შეერთებულ შტატებში სწორედ იმას ეძღვნება, თუ როგორ „გავისტუმროთ რეჟიმი, რომელმაც თავისი სახე აჩვენა ყველას - აჩვენა შიგნით, და აჩვენა გარეთ“.
„თბილისში ტარდება პუტინის ფორუმი, სადაც ჩამოვიდნენ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მთავარი პროპაგანდისტები, რომლებიც პირდაპირ ურცხვად გვიცხადებენ, რომ საქართველოს მატარებელმა ჩაიარა და აფხაზეთზე და ცხინვალზე არც უნდა ვიფიქროთ და მათ ვეღარ ვნახავთ, როგორც უსარკოდ საკუთარ ყურებს და ეს ფრაზებია გამოხატული საჯაროდ და მეტი თავხედობა რა უნდა იყოს, და მეტი რა საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, თუ მისგან დარჩა რამე სახელმწიფოს მსგავსი, რომ ასეთ პირებს დაუყოვნებლივ დეპორტი არ გაუკეთოს. რა უნდათ ამათ საქართელოში, როგორ უნდა დალიონ ამათ ქართული წყალი, როგორ უნდა ისუნთქონ ამათ ქართული ჰაერი და როგორ უნდა ჭამონ, როგორც თვითონ იტყვიან ხოლმე, ‘ხაჩაპური’ და ხინკალი, აი, ესეთი განცხადებების შემდეგ. ამიტომ არის კიდევ უფრო მეტად აუცილებელი ამ რეჟიმის შეცვლა და რაც შეიძლება ჩქარა და მაქსიმალურად, აი, ამ შემოდგომაზე. ეს უნდა იყოს მათთვის უკანასკნელი შემოდგომა და 28 ოქტომბერი უნდა იყოს გამობრწყინება საქართველოსი იმ გაგებით, რომ მან მოიცილოს აი, ეს კრემლის მარიონეტულ-სატელიტური რეჟიმი ივანიშვილის სახით და ბანკირთა იმ ქოროს მონაწილეობით, რომლებიც გვიძვრებიან სულში, ჯიბეში, ოჯახში, ქონებაში, მიწის ზევით, მიწის ქვევით და ჩემი შეხვედრებიც შეერთებულ შტატებში სწორედ ამას ეძღვნება, როგორ გავისტუმროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად და რაც შეიძლება ჩქარა და ეფექტურად, რეჟიმი, რომელმაც თავისი სახე აჩვენა ყველას - აჩვენა შიგნით, და აჩვენა გარეთ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში და დასძინა, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მთავარი წყარო ქართველი ხალხი და მისი „მონდომებაა“ და „არასოდეს არ უნდა ვიყოთ სხვის იმედზე მთლიანად დაყრდნობილი, რაც არ უნდა ეს სხვა იყოს ჩვენი მეგობარი და ჩვენი მოძმე და სტრატეგიული მოკავშირე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.