საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ დაასახელოს, ძალაში რჩება.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, უახლოეს ორ დღეში, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
„გადაწყვეტილება დღეს არის, რომ არ მოვახდენთ ჩვენი კანდიდატის დაყენებას ამ არჩევნებში. თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას უკვე გავასაჯაროვებთ", განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.