დავით ნარმანია: მოგვიწევს ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებამდე გზები მნიშვნელოვნად იყოს მოწესრიგებული
24-06-2015, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხი - 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


"უნდა გვქონდეს სამუშაოების მაქსიმალური ტემპი, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ, თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ რათა ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მისივე ინფორმაციით, გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის ბიუჯეტი და მერიამ 18 მილიონი ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის სახით აიღო. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება დედაქალაქში 40-მდე ქუჩის აღდგენის სამუშაოებს. პირველ პრიორიტეტად განისაზღვრა წყნეთი-კოჯრის გზის მოწესრიგება, ვინაიდან გზა ძლიერ არის დაზიანებული.


"მთელი ივლისი-აგვისტო-სექტემბერი მოგვიწევს ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიდრე დედაქალაქი დაიტვირთება, ვიდრე ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდებიან არდადეგების შემდეგ თბილისში, გზები მნიშვნელოვნად იყოს მოწესრიგებული და მდგომარეობა გაუმჯობესებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი