არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ
07-09-2018, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის შეფასებისას.

 


„ქართული ოცნების ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც პოლიტიკოსები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როგორი ძლიერი კავშირები აქვს ქართულ ოცნებას საერთაშორისო პოლიტიკაში.

 


აქ არიან წამყვანი, ლიდერი პოლიტიკური პარტიები, დღეს ჩამოსული და მათი ინტერესი არის ძალიან დიდი იმის მიმართ, თუ რა რეფორმები გაატარა საქართველომ, როგორ შეცვალა კონსტიტუცია და ის საარჩევნო სისტემა და კამპანიები, რომლებიც ტარდება საქართველოში. პირადად მე გახლავართ ერთ-ერთი მომხსენებელი საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონფერენციის შინაარსს, ეს ძირითადად უკავშირდება შრომით ბაზარს, შრომის საკითხებს, რა თქმა უნდა დასაქმებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და ყველა ქვეყანა თავის გამოცდილებას წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიძლება ისაუბრონ. ეს არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. და ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა, როდესაც ასეთი ადამიანები, საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის გამოჩენილი ლიდერები არიან დღეს თბილისში“, განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი