საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
24-06-2015, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამართალწარმოების დასრულებამდე კომენტარებისა და განცხადებების გაკეთება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, სამართალწარმოების მონაწილე პირთა ინტერესებს.


"უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. კაბელების საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, სამართალწარმოება არ დასრულებულა, მორიგი წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 26 ივნისს 11.00 საათზე. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გაასაჩივრონ სასამართლოს აქტები და საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სხვა კომენტარისა და განცხადების გაკეთება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, სამართალწარმოების მონაწილე პირთა ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელზე ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, დავით ჯუღელზე ზეწოლა ნინო გვენეტაძემ განახორციელა. ჯუღელი ამის შემდეგ უკვე იმყოფებოდა იტალიისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან მურუსიძე კი, რომელიც გადაცემაში ერთ-ერთ სტუმრად იყო მიწვეული, განაცხადა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის და ის ამ საქმით დაინტერესდება.

 

 

კომენტარები: 1
#1   Irma
      
References:


Supplements like steroids but legal

References:
https://forum.dsapinstitute.org/forums/users/shelfhair5/
1 აპრილი 2026 22:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი