საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდო“- ში ლიდერთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების შტაბის უფროსმა კაპიტანმა ვარდო ჯაჭვაძემ, ესტონეთის თავდაცვის ლიგის სკოლის უფროსმა ლეიტენანტმა ტანელ ვიკსმა მიმართეს, კურსის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
სამხედრო მოსამსახურეები ლიდერობის პრინციპებს, სისტემური ანალიზის ხერხსა და კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარს ერთი კვირის განმავლობაში ეუფლებოდნენ. კურსს ესტონეთის თავდაცვის ლიგის ესპერტთა ჯგუფის 4 ინსტრუქტორი უძღვებოდა.
კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ შეძენილი ცოდნა ეფექტურად გამოიყენონ მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში, აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამასა და სამშვიდობო მისიებში.
მომავალში ლიდერთა კურსს საქართველოს ეროვნული გვარდიის ოფიცრები და სერჟანტები ჩაატარებენ და მას ესტონელი ექსპერტები დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.