საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციაზე „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მთავრობის მეთაურმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები შრომის ბაზარს უქმნის.
„დღევანდელი კონფერენცია, რომლის თემაა შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება და ამას ძალიან ბევრი დადებითი ცვლილება მოაქვს. ამავე დროს, თავს იჩენს ახალი გამოწვევა - სწრაფ პროგრესთან ერთად, სულ უფრო მცირდება ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა. ეს არის გამოწვევა, რომელიც სასწრაფოდ ზომების მიღებას საჭიროებს, რათა მომზადებული შევხვდეთ იმ პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ციფრულ ეპოქას. თავისთავად, უმუშევრობა არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მთავრობა კომპლექსურად განიხილავს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.