მედიაზე დარტყმის ინსცენირებას ახდენდნენ სხვა რაღაცეების გასამართლებლად, აცხადებს ვახტანგ ჭარაია ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით.
„ზოგადად, ტელეკომპანია იბერია არის ძალიან ცუდი დამსაქმებელი, მე პირადად მქონია მათთან ეს გამოცდილება წელიწადზე მეტი და ვიცი როგორ ეპყრობიან ისინი თავიანთ თანამშრომლებს, როგორ არაფრად არ თვლიან მათ. რატომ ვახსენე, ამ შემთხვევაშიც ისინი სწორედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და გასამართლებლად ყველანაირ განცხადებას აკეთებენ, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. როცა მათთან ვმუშაობდი, მაშინაც იყო ასეთი ფაქტები, ამბობდნენ რომ ტელევიზიას ებრძვიან და ხურავენ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა.
ერთ-ერთი იყო ბრითიშ ტობაკოსთან მიმართებაში. გარდა ამისა, იყო მომენტები, როცა ტელევიზიაში არ უხდიდნენ თანამშრომლებს ხელფასებს და ამბობდნენ, რომ ჩვენ დამფინანსებელს პრობლემებს უქმნიან და ამიტომ ვერ ვიხდით ხელფასებსო, არადა შიდა იდეოლოგიის მიზეზით ხდებოდა მსგავსი რაღაცეები.
ბევრჯერ წავაწყდი მსგავს შემთხვევას, ტელევიზიას იყენებენ არგუმენტად, რადგან მედია არის სოლიდური ინსტრუმენტი, მედიაზე დარტყმის ინსცენირებას ახდენდნენ სხვა რაღაცეების გასამართლებლად, არადა როცა 51 მილიონი აქვს გადასახდელი კომპანიას და არ იხდის წლებია, ტელევიზიაზე ზეწოლა არავითარ კავშირში არ არის. გადასახადების გადახდა და ტელევიზიის ფუნქციონირება არ არის ერთმანეთთან კავშირში. ის საერთოდ სხვა ბიზნესია, ეს სხვა. ვითომ ტელევიზიაზე შეტევა, როცა თავად ექცევიან უსამართლოდ თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მე პირადად ვარ მომსწრე ამის, როდესაც ათეულობით ადამიანს უბრალოდ იმიტომ ათავისუფლებდნენ, რომ არ ჰქონდათ ისეთი ხედვა როგორიც ხელმძღვანელებს უნდოდათ რომ ჰქონოდათ. ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაული გადაფაროს.
თებერვალში ბენტლის გახსნას მოხმარდა რამდენიმე თვის ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა, მაშინ მე იბერიაში ვმუშაობდი. ბენტლი რომ ამოიქაჩება, მერე გადავიხდით ხელფასებს ტელევიზიაშიო, ეს სქემაც მიუღებელია ზოგადად, რომ ადამიანი ერთი ბიზნესის გამო, მეორე კომპანიის თანამშრომლებს ხელფასს არ უხდის. ეს იბერიაში მიღებული პრაქტიკაა. ისინი კი არ იჩაგრებიან, პირიქით თავად ჩაგრავენ თავიანთ თანამშრომლებს. და ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ", განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ტელეკომპანია „იბერია" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. „იბერიის" ხელმძღვანელობის მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ დაფინანსების წყაროები საგანგებოდ შეუწყვიტა.
„უხილავი ძალები აღარ არის ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც „ომეგაზე" მოქმედებდა. ეს არის ფინანსური ბერკეტები და სხვა რომ არ ჩამოვთვალოთ - სასამართლო და გინდაც სამართალდამცავები და ეს მთელი პირამიდა. არის ყველასთვის, ყველა ქართველისთვის, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი და ყველაზე აუცილებელი მისია, რომ ჩვენ დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია, არ მივცეთ საშუალება არავის, არც ერთ ბანდას, რაც არ უნდა მას სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, არც ერთ ბანდას და ბანდის წევრს არ მივცეთ საშუალება, რომ თავისუფალ მედიაზე უხილავი ძალები აღარ იქნებიან. მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში, რომ არ გავითვალისწინო, როგორც ადგილობრივი ადვოკატები მეუბნებიან, საქართველოს რეალობა და ახლა გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას თუ არის რამე შველა, როცა ხელია აღმართული, ძალაა აღმართული და ბანდისმიერი კრიმინალური ძალა, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ტელევიზიის და ბიზნესის წინააღმდეგ, წყაროს წინააღმდეგ რომელიც მას ასაზრდოებს“, აცხადებს ტელეკომპანია „იბერიის” დამფუძნებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.