კობახიძე ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე: „არ არის სწორი, გადასახადის გადამხდელის ხარჯზე მაღალჩინოსნები მატერიალური პრივილეგიებით სარგებლობდნენ“
07-09-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს, პირველ რიგში, რომ არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე, ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის თაობაზე.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს უნდა გავრცელდეს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ მინისტრზეც.

 

 

„ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა დაიწყო პარლამენტის რეგლამენტის განხილვის დროს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო მოწვევის განმავლობაში, ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდება ეს პრივილეგია, რაც არ არის, სწორი. ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს პირველ რიგში, რომ არ არის ეს სწორი და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე, ყოფილ პრემიერებზე და ყოფილ პრეზიდენტებზე. არ შეიძლება გადამხდელების ხარჯზე სარგებლობდნენ ასეთი მატერიალური პრივილეგიებით ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები“, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მის პოზიციას იზიარებს უმრავლესობაც.

 

 

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. არ არის სწორი ის, რომ კიდევ ერთხელ, ჩემი პოზიციაა და ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობა, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არ უნდა სარგებლობდნეს მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო, არაფრისთვის არ არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის სწორი“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი