საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამორიცხული არ არის, სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მსგავსი განცხადება გუშინ პუტინის პრესმდივანმა გააკეთა.
როგორც მარგველაშვილმა დღეს წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა, მსგავსი რამ დაგეგმილი არ არის, ხოლო თუ შეხვედრასთან დაკავშირებით საკითხი დაისმევა, მაშინ ადმინისტრაცია შესაბამის განცხადებას გაავრცელებს.
"როგორც კი იქნება რაიმე ტიპის სერიოზული განცხადება, ჩვენც ვუპასუხებთ მას. როგორც ვიცი, ეს განცხადება პუტნის პრესმდივნმა პესკოვმა გააკეთა. ჩვენც გვყავს პრესმდივანი და მასთან გაიარეთ ეს საკითხი"- განუცხადა მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტის პრესმდივნის თინათინ მჟავანაძის განმარტებით, ადმინისტრაციაში ამის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა და შესაბამისად, შეხვედრის საკითხი საერთოდ არ განხილულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.