"როგორც ირკვევა, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ივანიშვილის ბრძანებით საქართველოს მთავრობამ დაამიწა უახლესი ევროკოპტერები, რომლებიც პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით შეღავათიანი კრედიტით გადმოგვცეს. 1 ვერტმფრენი იყო მთავრობის წევრებისა და სტუმრების მგზავრობისთვის, დანარჩენი 4 კი, სატრანსპორტო-სამაშველო და მორგებული იყო რთულ პირობებში საფრენად.
რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგარქმა ბრძანა რუსული ვერტმფრენების გამოყენება, ხოლო მათ არც ღამის ხედვის დანადგარი არ უყენიათ და არც ასეთ ხეობაში არ შეუძლიათ ოპერირება, ევროკოპტერისგან განასხვავებით. ბოღმა და გაუტანლობა მართლაც კლავს, თუმცა ეს უდანაშაულო ადამიანები რატომ უნდა ყოფილიყვნენ მსხვერპლი…" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.