ცესკოსთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურება
08-09-2018, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ.

 


ცესკო-ს განკარგულების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 % ) ამომრჩევლის ხელმოწერით.

 

 

„8 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით მიმართვის ვადა. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების პროცესი. ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, ხოლო ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა. ცესკო-ს თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ხელმოწერები და დოკუმენტაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას“, განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი