„ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი“ - გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის მიერ უწყებათაშორის კომისიაზე ტელეფონის შეტანის აკრძალვას ეხმაურება 
08-09-2018, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, უწყებათაშორის კომისიაზე გუშინ პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა და კომისიის სხდომაზე ტელეფონებით შესვლა ყველას აუკრძალა.

 

 

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს. გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს საჯაროდ მიმართა და უთხრა, რომ პირველი კანონდამრღვევი სწორედ თვითონ არის.

 

 

„გუშინ ვნახეთ კიდევ ერთი საგანგაშო განცხადებები უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელის, წულუკიანის მხრიდან. მას ავიწყდება, რომ არ წარმოადგენს ქართული ოცნების შტაბს ამ კომისიაზე. უწყებათშორისი კომისია შექმნილია იმისთვის, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს. ჯერ უარი თქვა მედიის დაშვებაზე, შემდეგ თავს დაესხა სამოქალაქო სექტორს, გარჩევები დაუწყო სამოქალაქო სექტორს, გუშინ ჩამოაყალიბა პოლიციური რეჟიმი უწყებათაშორის კომისიაზე და აუკრძალა ყველას ტელეფონებით შესვლა კომისიის სხდომაზე. გუშინ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იმყოფებოდა ტელეფონით ამ სხდომაზე.

 

 

კარგად გაიაზრეთ თქვენი ფუნქცია, რომელიც გაქვთ. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი, ივანიშვილის უწყების კომისიის ხელმძღვანელი, თქვენ ხართ ჩვენი გადასახადებით დაქირავებული ადამიანი, რომელმაც კანონით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შეასრულოს. რა უფლებით კრძალავს საჯაროობას და გაშუქებას იმ პროცესის, რომელსაც აკეთებთ. ჩვენ ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას თქვენს მოქმედება, რომელიც გაყალბების სისტემას აყალიბებს საარჩევნო პროცესში. სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი,“  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი