„პრეზიდენტი მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს და სხვა წარმომადგენლებს“ - ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე
08-09-2018, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იბერია“ უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჟურნალისტები და არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ.

 

 

არხზე მიმდინარე პროცესებში გასარკვევად, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი.

 

  

„ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიას უკავშირდებოდა საკითხი, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური და ხშირად საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. პრეზიდენტი არის საქმის კურსში, ის მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია „იბერიას“  ჟურნალისტებს, სხვა წარმომადგენლებს, მოისმინოს უშუალოდ მათგან ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, აქტიურად მიადევნოს თვალი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი