მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქი აღარ მალავს თავის განზრახვებს... თუ არჩევნებზე, ღმერთმა არ ქნას და ივანიშვილის კანდიდატმა გაიმარჯვა, ის აუცილებლად დახურავს „რუსთავი 2“-ს
08-09-2018, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს წყალგამყოფად მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ივანიშვილი „აღარ მალავს თავის განზრახვებს“ და ის და მისი რეჟიმი მთლიანად ახდენს ეკონომიკის, უმაღლესი სასწავლებლების და მედიის მონოპლიზაციას და თუკი საპრეზიდენტო არჩევნებზე „ივანიშვილის კანდიდატმა გაიმარჯვა, ის აუცილებლად დახურავს „რუსთავი 2“-ს და საქართველოში მოხდება მთლიანად მონოპოლიზაცია სიტყვის“.

 

 

„ახლა მიდის ნამდვილი იდეოლოგიური ბრძოლა. მე მინდა გვესმოდეს, რატომ არის ოქტომბრის არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი საქართველოს არსებობისთვის და მომავლისთვის. თითოეული ჩვენგანის, თქვენგანის არსებობისა და მომავლისთვის, ჩვენი შვილების არსებობისთვის და მომავლისთვის. აი, ახლა საქართველოში 10 პროცენტით გაძვირდა პური. ეს არ არის ცალკე აღებული მოვლენა. ივანიშვილმა დაამყარა მონოპოლია ხორბლის შემოტანაზე, აკრძალეს ხორბლის შემოტანა ხმელეთით, მანქანებით. 1-ლი ნოემბრიდან იკრძალება სიმინდის შემოტანა მანქანებით, იმიტომ რომ ტერმინალი გახსნა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნესჯგუფმა ფოთის პორტში და ყველაფერი უნდა შემოვიდეს მხოლოდ ივანიშვილის ბიზნესის გავლით. მანამდე ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო მთლიანად ცემენტის წარმოება და მთლიანად ჩაწია და გვერდზე წევს ცემენტის მცირე მწარმოებლებს. ეს ნიშნავს სამშენებლო თანხების გაძვირებას და ხარჯების და ფასების. ამის გარდა, მათ შეცვალეს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის ნორმები და მათ უკვე დახურეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ხურავენ შავი ზღვის უნივერსიტეტს და უახლოეს პერიოდში გეგმავენ საქართველოს უნივერსიტეტის დახურვას და ბენდუქიძის თავისუფალი უნივერისტეტის და სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის დახურვას და პრაქტიკულად, თავისუფალი განათლება საქართველოში აღარ იქნება. ამის გარდა, მათ ახლა მიაქვთ „მაი ვიდეო.ჯი“ და ისინი ხურავენ „იბერიას“ და რა თქმა უნდა, თუ არჩევნებზე, ღმერთმა არ ქნას და ივანიშვილის კანდიდატმა გაიმარჯვა, ის აუცილებლად დახურავს „რუსთავი 2“-ს და საქართველოში მოხდება მთლიანად მონოპოლიზაცია სიტყვის. ერთი სიტყვით, ხდება მონოპოლიზაცია ეკონომიკის, მოხდება მონოპოლიზაცია მედიის, ხდება მონოპოლიზაცია განათლების, მთლიანად ჯიბეში იდებს ეს კაცი საქართველოს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხალხს აღარ დაედგომება, ხალხის რაოდენობა შემცირდება კიდევ მილიონი ადამიანით და ნაწილს ჩვენი სამუშაო ადგილების წაიღებენ იაფფასიანი, იაფად მომუშავე მიგრანტები, კიდევ უფრო ღარიბი ქვეყნების, უფრო ღარიბი რეგიონებიდან. ეს უნდა ყველაფერი შეჩერდეს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის თითოეული ჩენგანის ხელში. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის წყალგამყოფი. აი, ეს მონოპოლია, რომ არ შეიძლება სუნთქვა, არ შეიძლება ეკონომიკური აქტიურობა, არ შეიძლება მაგალითად, ალკოჰოლის გატანა რუსეთში, მთავრობის მონაწილეობის გარეშე და ყველა სხვა სფეროში და აი, ეს ყველაფერი თუ ახლა არ გავაჩერეთ, ეს მიიღებს შეუქცევად ხასიათს. ოლიგარქი აღარ მალავს თავის განზრახვებს, მაგრამ მას ჰგონია რომ ქართველი ხალხისთვის სულერთია“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   levan-khachidze
      
BATONO MIXEIL KVELAPERI RAC CHAMOAKALIBET MARTALIA DA ARA MARTO,XALXI KVELAPERS XVDEBA DA ALBAT TAVIS SITKVAS ITKVIS ARCHEVNEBZE,MAGRAM IMAS RA VUKOT ROM ARCHEVNEBIS TAVJDOMARE UKVE MOSKIDULIA DA RASAC UNDAT IMAS AKETEBINEBEN?ES GAUNATLEBELI MTAVROBA KBILEBIT CHAEBGAUCHEBIAN DA ECDEBIAN ROM GAAKALBON RADGAN ICIAN RAC MOELIT,AMAS RA TKMA UNDA MOKVEBA SAMOKALAKO OMI,MAGRAM RA VKNAT,ALBAT ASETI KOPILA SAKARTVELOS BEDI,IKOS NEBA ERISA DA GMERTISA,SADAC VICROA IK GACKDES.
8 სექტემბერი 2018 09:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი